ანჩელოტი: "ყველასთან ბოდიში, მაგრამ ის საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე გამიწრთვნია"

ანჩელოტი: "ყველასთან ბოდიში, მაგრამ ის საუკეთესოა, ვინც კი ოდესმე გამიწრთვნია"

მადრიდის "რეალის" მთავარ მწრთვნელს კარლო ანჩელოტის ზურგს მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს.

იტალიელ სპეციალისტს კარიერის განმავლობაში არაერთ მსოფლიო დონის ვარსკვლავთან ერთად უმუშავია. ჟურნალისტებმა კი მათ შორის საუკეთესოს დასახელება თხოვეს.

"ამით არავის მიმართ უპატივცემულობას არ ვიჩენ.. ყველას ბოდიშს ვუხდი, თუმცა კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო მათ შორის, ვინც კი ოდესმე გამიწრთვნია." - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი და რონალდუ ერთად 2013-15 წლებში მუშაობდნენ. აღნიშნულ პერიოდში "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. კრიშტიანუმ კი უბრალოდ ფენომენალური სეზონი ჩაატარა.

2 კვირის წინ
5875 / 0
Malia