ანჩელოტის ბოდიში ფეხბურთელს - რა მოხდა გასულ დღეებში სავარჯიშო ბაზაზე

ანჩელოტის ბოდიში ფეხბურთელს - რა მოხდა გასულ დღეებში სავარჯიშო ბაზაზე

Defensa Central მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც კარლო ანჩელოტიმ "ბლანკოსის" ერთ-ერთ მოთამაშეს ბოდიში მოუხადა, რადგან მას იმდენ სათამაშო დროს ვერ აძლევს, რამდენსაც იმსახურებს.

საუბარია, ხესუს ვალეხოზე, რომელიც ვარჯიშებზე მუდმივად დიდი მონდომებითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.

გარდა ამისა, ესპანელი გასული სეზონის ბოლო პერიოდში შესანიშნავად გამოიყურებოდა იმ მატჩებში, სადაც კარლომ მას თამაშის საშუალება მისცა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც.

ამ სეზონში კი მას ერთი წუთიც არ უთამაშია. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა თავად ანჩელოტიც შეაწუხა და ვალეხოს ბოდიშიც მოუხადა.

1 კვირის წინ
468 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ