რამდენ წლამდე შეუძლია მოდრიჩს ფეხბურთის თამაში - ხორვატიის ნაკრების ექიმის კომენტარი

რამდენ წლამდე შეუძლია მოდრიჩს ფეხბურთის თამაში - ხორვატიის ნაკრების ექიმის კომენტარი

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ლიდერი ლუკა მოდრიჩი 37 წლისაა და ის გუნდში კარიერის ბოლო წლებს ატარებს.

როგორც ირკვევა, მისი მიზანი ფეხბურთის 40 წლამდე თამაშია და ამისთვის თავდაუზოგავადაც შრომობს.

ლუკას ფიზიკური მონაცემები ხორვატიის ეროვნული ნაკრების ექიმმა ზორან ბატიარევიჩმა შეაფასა და მედიასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

"მოდრიჩის ფიზიკური მონაცემები მის ასაკთან შედარებით გასაოცარია. მას სურს, რომ ნაკრებს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც დაეხმაროს, რასაც თავისუფლად მოახერხებს", - თქვა ნაკრების ექიმმა.

აქვე გეტყვით, რომ ლუკა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის 39 წლის იქნება.

1 კვირის წინ
260 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ