რუდიგერი: "ვერ ვიტყვი, რომ რეალში თამაში ჩემი ოცნება იყო, რადგან.."

რუდიგერი: "ვერ ვიტყვი, რომ რეალში თამაში ჩემი ოცნება იყო, რადგან.."

მადრიიდს "რეალის" ცენტრალურმა მცველმა ანტონიო რუდიგერმა "Sport1"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ჩემთვის მისაბაძი მაგალითი ყოველთვის პეპე იყო. მსურდა, რომ მისნაირი ვყოფილიყავი."

"იგი ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც მაისურის გამო 1 საათი ველოდებოდი."

"როდესაც მილიტაოს ვუყურებ, ჩემი თავი მახსენდება მის ასაკში. ჩვენ რაღაცით ერთმანეთს ვგავართ."

"ჩელსიში გასახდელის DJ მე ვიყავი, თუმცა რეალში ეს ფუნქცია კარიმს აქვს. სიმღერებს მხოლოდ ის არჩევს."

"როდესაც ვუყურებ მოდრიჩს, კროოსს, ბენზემას. ისინი ძალიან მშვიდები არიან. ფინალებიც კი მათთვის რიგითი შეხვედრებია."

"ჩემს ახალ სახლში ვიყავი, რა დროსაც ზარმა დარეკა. კარი გავაღე და ანჩელოტი შემოვიდა. ჩვენ ერთად ვივახშმეთ და 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. არამგონია, ეს სხვა მწრთვნელმა გააკეთოს."

"რეალში თამაში ჩემი ოცნება არ ყოფილა, რადგან ეს ოცნებაზე მეტი იყო. ეს არის ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი", - განაცხადა გერმანელმა.

1 კვირის წინ
411 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ