ასენსიო: "ბარსაში" თამაში? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია"

ასენსიო: "ბარსაში" თამაში? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია"

მადრიდის "რეალის" შემტევმა მარკო ასენსიომ "Cope"-სთან მცირე ინტერვი ჩაწერა, სადაც მან არაერთ თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ, აღნიშნული ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს.

"ბარსაში თამაში? არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია. პასუხს ვერ გაგცემთ."

"რეალთან კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ბევრი სხვა ფაქტორიცაა, თუმცა იმედია გავახანგრძლივებ."

"ანჩელოტი შესანიშნავი ადამიანია. მისით მოხიბლული ვარ. კარლოსთან არანაირი პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ასენსიო მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა.

1 კვირის წინ
158 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ