"თუ დომინაცია გსურთ, ის შეიძინეთ" - ზიზუს რჩევა პერესს

"თუ დომინაცია გსურთ, ის შეიძინეთ" - ზიზუს რჩევა პერესს

მადრიდის "რეალის" ნახევარდაცვის ლეგენდარული ტრიო უკვე ასაკში შედის და დროა "სამეფო გუნდმა" მათ ღირსეულ შემცვლელბზე იფიქროს.

მოდრიჩი-კაზემირო-კროოსის ერთ-ერთი მემკვიდრე "ბლანკოსმა" გასულ ზაფხულში უკვე შეიძინა. საუბარია ედუარდო კამავინგაზე, რომელიც როგორც Defensa Central წერს, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი რჩეული ფეხბურთელია.

აღნიშნული წყარო იმასაც წერს, რომ კამავინგასთან ერთად ზიზუს ფავორიტი კიდევ ერთი ახალგაზრდა მოთამაშე აურელინ ჩუამენია.

როგორც ირკვევა, სანამ ფრანგი სპეციალისტი "რეალს" დატოვებდა, პერესს უთხრა, რომ თუ მადრიდელებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში ევროპაში დომინირება სურს, მათ სწორედ ეს ორი ფეხბურთელი უნდა შეიძინონ.

ახლა კი უკვე ორივე მათგანი მადრიდშია, "რეალის" ნახევარდაცვა კი ნამდვილად საიმედო ხელშია.

2 კვირის წინ
5313 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ