"წინააღდეგ შემთხვევაში "რეალი" მალევე წაიყვანს"- იტალიელი ჟურნალისტი

"წინააღდეგ შემთხვევაში "რეალი" მალევე წაიყვანს"- იტალიელი ჟურნალისტი

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩიანო სპალეტის ბოლო განცხადებამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იტალიელი სპეციალისტის აზრით, ახალგაზრდა ქართველი ზოგ შემთხვევაში ეგოისტურია. ხალხის ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი კომენტარით ლუჩიანო კვარას დიდი ზეწოლისგან იცავს. 

Tutto Napoli-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, პაოლო დელ გენიუსმა სპალეტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას არ ეთანხმება: 

"ხვიჩას ვეტყოდი, რომ ასე გააგრძელოს. სპალეტის თქმით, ხანდახან არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა "ნაპოლის" მომენტების უმეტესობა სწორედ მისი არასტანდარტული თამაშის შემდეგ იქმნება, სხვებს კი ეს არ შეუძლიათ.

თუ გვსურს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები გვყვავდეს, რომლებიც "საშინაო დავალებას" სწორად ამზადებენ და შეცდომებს არ უშვებენენ, ასეთი მოთამაშეები ვერასდროს განვითარდებიან.

თუ ხვიჩა ყოველთვის კარგად ითამაშებს და არასდროს შეცდება, იანვარში მადრიდის "რეალში" აღმოჩნდება, მოდით უბრალოდ მივცეთ საშუალება, რომ რაღაც არასწორად გააკეთოს. პოლიტანოზე ეგოისტი ნამდვილად არ არის. არ გამოვრიცხავ, რომ სპალეტიმ ეს სიტყვები მის დასაცავად თქვა, მაგრამ მე მის ადგილზე საერთოდ არაფერს ვიტყოდი.  მისი ნიჭი არ უნდა შევბოჭოთ, რადგან ბევრს ასე თამაში არ შეუძლია." - განაცხადა ჟურნალისტმა.

 

2 კვირის წინ
25734 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ