ეს რონალდუ არაა - პერესმა "რეალის" საუკუნის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა

ეს რონალდუ არაა - პერესმა "რეალის" საუკუნის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კლუბის მიერ 21-ე საუკუნეში განხორციელებული საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ პერესი საუკეთესო შენაძენად კრიშტიანუ რონალდუს არ მიიჩნევს, რომელმაც "სამეფო გუნდში" დიდი ეპოქა შექმნა.

"რეალის" პრეზიდენტმა ეს განცხადება საჯაროდ არ გაუკეთებია, თუმცა ამის შესახებ ტონი კროოსის აგენტი ვოლკე შტრუსი საუბრობს.

"ფლორენტინო პერესი დიდებული პიროვნებაა. მან საკუთარი საქმე შესანიშნავად იცის. ერთხელ საუბრისას, მან მითხრა, რომ კროოსის ტრანსფერი "რეალისთვის" საუკუნის საუკეთესო ტრანსფერია", - განაცხადა აგენტმა.

ასე და ამგვარად, პერესი გერმანელის ტრანსფერს ყველაზე გამორჩეულად მიიჩნევს.

2 კვირის წინ
5275 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ