ფეხბურთელს "რეალში" თამაში სურს - "ბლანკოსი" სამიზნის დამატებას უახლოვდება

ფეხბურთელს "რეალში" თამაში სურს - "ბლანკოსი" სამიზნის დამატებას უახლოვდება

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" კარიმ ბენზემას შემცვლელის ძიებაშია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში, მადრიდელებს არაერთი ფორარდი დაუკავშირეს, რომელბიდანაც ყველაზე რეალური იკერ ბრავოს ვარიანტი იყო.

გარდა "ბლანკოსისა" "ლევერკუზენის" ახალგაზრდა შემტევის დამატებას მადრიდის "ატლეტიკოც" ცდილობს, რომელმაც "სამეფო გუნდზე" უკეთესი შეთავაზება გააკეთა.

მიუხედავად ამისა, როგორც "DiarioAS" იტყობინება, ფეხბურთელს "რეალში" ასპარეზობა სურს.

წყარო აქვე დასძენს, რომ თუ "ბლანკოსმა" ბრავოს დამატება მოახერხა, ის კასტილიაში ითამაშებს.

ცნობისთვის, 17 წლის თავდამსხმელი კატალონიის "ბარსელონას" მიერ აღზრდილი ფეხბურთელია, სადაც იგი 2010 დან, 2021 წლამდე ასპარეზობდა.

1 თვის წინ
568 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ