ისტორიული შედეგი - რა რეკორდს დაამყარებს ბენზემა 1 გოლის გატანის შემთხვევაში

ისტორიული შედეგი - რა რეკორდს დაამყარებს ბენზემა 1 გოლის გატანის შემთხვევაში

როგორც მოგეხსენებათ, დღეს საღამოს მადრიდის "რეალი" UEFA-ს სუპერთასის ფინალში ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

იმ შეთხვევაში, თუ კარიმ ბენზემა ამ მატჩში ერთ გოლს მაინც გაიტანს, ის ისტორიულ შედეგს დააფიქსირებს.

კერძოდ ფრანგი "სამეფო გუნდში" გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრებს და კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

ამ დროისთვის, "ბლანკოსის" მაისურით ორივე მათგანის ანგარიშზე 323 გოლია. პირველზე კი, რა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 451 ბურთი აქვს გატანილი.

ცნობისთვის "რეალი" "აინტრახტის" მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

1 თვის წინ
542 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ