"ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ეს არის" - მოდრიჩი ფინალის წინ

"ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ეს არის" - მოდრიჩი ფინალის წინ

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩამდე მედიასთან ისაუბრა.

"ჩვენ ფინალისთვის მზად ვართ. კარგი პრესეზონი გვქონდა და გვურს ასე გავაგრძელოთ.

"მიყვარს თამაში და როცა ვთამაშობ, თავს ბევრად უკეთესად ვგრძნობ. მზად ვარ, რომ თითოეულ თამაშში გუნდისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.

"შუა სეზონში მსოფლიო ჩემპიონატი არ ცვლის ჩემს ვალდებულებას "ბლანკოსის" მიმართ. "სამეფო გუნდისთვის" ყოველთვის მზად ვიქნები.

"ჩვენთვის სუპერთასი მნიშვნელოვანი ტიტულია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

"თვისება, რომელსაც ბენზემასგან ავიღებდი? მისი გოლები, რადგან ბევრი არ გამაქვს (იცინის).

"ასაკს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია მოედანზე რას აკეთებ", - თქვა ხორვატმა.

 

1 თვის წინ
228 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ