ბენზემა: "როდესაც რონალდუ წავიდა, ეს გავაკეთე"

ბენზემა: "როდესაც რონალდუ წავიდა, ეს გავაკეთე"

მადრიდის "რეალის" ლიდერმა და კაპიტანმა კარიმ ბენზემამ "აინტრახტთან" მატჩის წინ მედიასთან ისაუბრა, სადაც არაერთ საინტერესო თემას შეეხო.

ფრანგმა ასევე კრიშტიანუ რონალდუზეც ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, კრიშტიანუს წასვლის შემდეგ უფრო მეტი გოლის გატანა დავიწყე, რადგან როცა იგი გუნდში იყო სხვანაირად ვთამაშობდი. როდესაც რონალდუ წავიდა, ჩემი თამაში შევცვალე", - განაცხადა კარიმმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ "სამეფო გუნდის" რიგებს 2018 წელს დაემშვიდობა და ტურინის "იუვენტუსს" მიაშურა. მას შემდეგ პორტუგალიელი რბილად რომ ვთქვათ, იტანჯება.

რაც შეეხება ბენზემას, იგი წელს კარიერაში პირველ ოქროს ბურთს დაეუფლება.

1 თვის წინ
225 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ