"ჩემი მიზანი თანაგუნდელების დახმარებაა" - ბენზემა სუპერთასის წინ

"ჩემი მიზანი თანაგუნდელების დახმარებაა" - ბენზემა სუპერთასის წინ

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა კარიმ ბენზემამ უეფას სუპერთასის მატჩის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"რეალის კაპიტნობა? ეს ჩემთვის არაფერს ცვლის, რადგან ფაქტობრივად, წინა სეზონშიც გუნდის კაპიტანი ვიყავი. ჩემი მიზანი ყოველთვის თანაგუნდელების დახმარებაა."

"თვისება, რომელსაც მოდრიჩისგან ავიღებდი? ტერფის გარე ნაწილით დარტყმა. ლუკას ეს უბრალოდ საოცრად აქვს დამუშავებული."

"მოვა თუ არა გუნდში ახალი თავდამსხმელი? ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია, თუმცა გუნდში არის ბევრი მოთამაშე, რომელთაც წინ თამაში შეუძლიათ."

"მარსელოს რეკორდის მოხსნაზე (ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი რეალის ისტორიაში) არ ვფიქრობ. ჩემთვის უპირველესი გუნდური წარმატებაა."

"ასაკი არაფერს ცვლის. მართალია, ახალგაზრდა აღრ ვარ, თუმცა მოედანზე და მის მიღმა ყველაფერს ვაკეთებ", - განაცხადა კარიმმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ჩვენი დროით 23:00 საათზე აიღებს სტარტს.

1 თვის წინ
223 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ