"6 ტიტული ამ სეზონში? ეს შესაძლებელია" - ანჩელოტი "აინტრახტთან" მატჩამდე

"6 ტიტული ამ სეზონში? ეს შესაძლებელია" - ანჩელოტი "აინტრახტთან" მატჩამდე

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ სუპერთასის წინ მედიასთან ისაუბრა.

"აინტრახტის ბოლო მატჩს ვუყურე და შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ დინამიური გუნდია."

"ვფიქრობ, წინა სეზონი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო, რადგან როგორც შიდა ჩემპიონატი ასევე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე."

"სუპერთასის მატჩს ძირითადიდან ის ფეხბურთელები დაიწყებენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს."

"ბენზემას შემცვლელი? კარიმი შეუცვლელია, მაგრამ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც შეტევაში თამაში შეუძლიათ."

"ჩემი გუნდის მჯერა. წინა სეზონთან შედარებით, უფრო ძლიერი გუნდი გვყავს."

"6 ტიტული ამ სეზონში? ეს შესაძლებელია. ჩვენ ყველა შესაძლო ტიტულისთვის ვიბრძოლებთ."

"აინტრახტმა ევროპის ლიგის მოგება დაიმსახურა. მათ ტურნირიდან ძლიერი გუნდები გამოთიშეს", - განაცხადა კარლომ.

1 თვის წინ
280 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ