რუდიგერმა ითხოვა და წავიდა - "რეალს" მორიგი ფეხბურთელი ემშვიდობება

რუდიგერმა ითხოვა და წავიდა - "რეალს" მორიგი ფეხბურთელი ემშვიდობება

El Nacional ხშირად ავრცელებს ისეთ ინფორმაციებს, რომლის დაჯერებაც ქომაგებს რბილად რომ ვთქვათ უჭირს.

ამავე ჟანრს მიეკუთვნება ცნობა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კვირის უკან ანტონიო რუდიგერმა კლუბიდან ახალგაზრდა მცველის მიგელ გუტიერესის გაშვება მოითხოვა.

როგორც იწერებოდა, ტონის გუნდში ნაკლები კონკურენცია სურდა. გუტიერესის წასვლით კი ფიქრობდა, რომ  ალაბა უფრო მარცხნივ ითამაშებდა და ცენტრში თავად გერმანელი დადგებოდა, რაც რა თქმა უნდა, რეალობასთან ახლოს რომ იყოს ძნელად დასაჯერებელია.

სანამ იმაზე ვიდავებთ, რამდენად ახლოსაა რუდიგერის მოთხოვნა რეალობასთან, ამასობაში, მიგელ გუტიერესმა "რეალი" ნამდვილად დატოვა, თანაც უკვე ოფიციალურად.

ახალგაზრდა მცველი კარიერას "ჟირონაში" გააგრძელებს და "სამეფო გუნდს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შედეგად, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა მოითხოვა რუდიგერმა, ფაქტია, მიგელმა გუნდი დატოვა.

 

1 თვის წინ
11861 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ