დღის გიჟური ამბავი - ბენზემას შემცვლელი "პსჟ"-დან მოდის ?!

დღის გიჟური ამბავი - ბენზემას შემცვლელი "პსჟ"-დან მოდის ?!

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ფორვარდს ეძებს.

"სამეფო გუნდში" მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშ დაიმატონ მოთამაშე, რომელიც ბენზემას დასვენების საშუალებასაც მისცემს და ასევე მის არყოფნაში გუნდს შეტევაში კარგად დაეხმარება.

Corriere dello sport-ის ცნობით, არის შანსი, ასეთ ფეხბურთელს "ბლანკოსმა" "პარი სენ-ჟერმენში" მიაგნოს.

საუბარია მაურო იკარდიზე, რომელიც მადრიდელებთან აქამდე დააკავშირეს.

Defensa Central ზემოთ აღნიშნულ იტალიურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს, რომ იკარდი "რეალისთვის" შესაძლოა მომხიბლვლელი ვარიანტი იყოს. რამე თუ, თავისი მდგომარაეობით არც იკარდია კმაყოფილი და გუნდიდან წასვლაზეც არ იტყვის უარს.

თუმცა ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ჭორის დონეზეა.

1 თვის წინ
8968 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ