საუკუნის კონტრაქტი - რა შეთავაზება მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ

საუკუნის კონტრაქტი - რა შეთავაზება მიიღო კრიშტიანუ რონალდუმ

კრიშტიანუ რონალდუმ "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვება მოისურვა, თუმცა იმდენი გრანდის ყურადღება ვერ მიიპყრო, რამდენსაც ისურვებდა.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე კლუბმა განიხილა, მაგრამ სერიოზული შეთავაზება არავის გაუკეთებია.

CNN Portugal-ის ინფორმაციით, გასულ დღეებში "იუნაიტედმა" რონალდუს თაობაზე 30-მილიონიანი შეთავაზება მიიღო, თუმცა არა ევროპული კლუბისგან.

კრიშტიანუს წაყვანა საუდის არაბეთის ლიგაში სურთ, სანაცვლოდ კი ლეგენდარულ შვიდიანს წარმოუდგენელ ანაზღაურებას პირდებიან.

2-წლიანი კონტრაქტი, ჯამური ხელფასი კი 250 მილიონი ევრო. ამასთან ერთად, თუ ხორხე მენდეში ტრანსფერს გაჩარხავს, ის 20 მილიონს მიიღებს.

ჯერჯერობით, რონალდუს პასუხი უცნობია, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელმა ევროპა დატოვოს.

1 თვის წინ
19085 / 0
Malia
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ