კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე მედიაში ძალიან ბევრს საუბრობენ, ახლა კი ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა MediaFoot გვთავაზობს.
წყაროს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შვიდიანი კლუბის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის და მოსალოდნელია, რომ ინფორმაცია მალე დადასტურდება.
რონალდუს "ბაიერნამდე" მხოლოდ 1 ნაბიჯი აშორებს, კონტრაქტი თითქმის შეთანხებულია, იტყობინება MediaFoot-ი.
მხარეებმა ლეგენდარული შემტევის ხელფასზე შეთანხმებას მიაღწიეს, ახლა კი კონტრაქტის ხანგრძლივობას განიხილავენ.
ასე რომ, როგორც ჩანს, მომდევნო სეზონიდან პორტუგალიელი ვარსკვლავი ბუნდესლიგაში იასპარეზებს.