ისკომ "რომა" უარით გაისტუმრა - რა არის ესპანელის მიზანი

ისკომ "რომა" უარით გაისტუმრა - რა არის ესპანელის მიზანი

მას შემდეგ, რაც ისკო ალარკონმა მადრიდის "რეალის" რიგები დატოვა, მას ახალი კლუბი არ უპოვნია.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ნახევარმცველი არაერთ გუნდს დააკავშირეს, ტრანსფერი მაინც არ შედგა.

"DiarioAS"-ის ცნობით, ერთ-ერთი კლუბი "რომაც" იყო, რომელიც ფეხბურთელმა უარით გაისტუმრა.

როგორც ირკვვა, ისკო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვედრა სურს.

ასე და ამგვარად, ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს ფეხბურთელი კარიერას, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ერთ-ერთ რეალურ ვარიანტად "სევილია" განიხილება.

5 დღის წინ
276 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ