ცნობილი ესაპანური გამოცემა "Marca"-ს ცნობით, მადრიდის "რეალის" რიგებს მორიგი შემტევი დატოვებს.
საუბარია კასტილიიდან მთავარ გუნდში დაწინაურებულ ფეხბურთელზე ლატასაზე, რომელიც დიდი ალბათობით "ხეტაფეს" რიგებს შეუერთდება.
წყაროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ესპანელი თავდამსხმელი კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის და არც კარიმ ბენზემას შემცვლელად მოიაზრებს.
ასე და ამგვარად, "რეალი" იოვიჩის, კუბოს, ბორხას და ბეილის გაყიდვის შემდეგ მორიგ შემტევს ყიდის და ამიტომ, "ბლანკოსს" კარიმის შემცვლელის მოყვანა აუცილებლად მოუწევს.