როგორც მოგეხსენებათ, 10 აგვისტოს მადრიდის "რეალი" უეფას სუპერთასის ეგიდით ევროპის ლიგის გამარჯვებულს, ფრანკფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
აღნიშნულ შეხვედრაზე კარლო ანჩელოტიმ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ გერმანელებს მცირე უპირატესობაც აქვს.
"წინ საინტერესო მატჩი გველის, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ "აინტრახტმა" პრესეზონი უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ჩვენ, თუმცა ეს არ გვადარდებს და მოედანზე მოსაგებად გავალთ."
"ამ სეზონში ექვსივე ტიტულის მოსაგებად ვიბრძოლებთ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.