რაულ დე ტომასმა "რეალს" უარი უთხრა - მიზეზი ცნობლია

რაულ დე ტომასმა "რეალს" უარი უთხრა - მიზეზი ცნობლია

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ფორვარდს ეძებს.

"სამეფო გუნდში" კარიმ ბენზემას ერთ-ერთ შემცვლელად "ესპანიოლის" შემტევს რაულ დე ტომასს განიხილავდნენ, რომელსაც როგორც იცით, მადრიდული წარსული აქვს.

მარიო კორტეხანას ინფორმაციით, დე ტომასმა "ბლანკოსს" შესაძლო ტრანსფერზე უარი უთხრა.

ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს. ვინაიდან იგი მადრიდულ გუნდში ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებს, ესპანელი შიშობს, რომ ლუიზ ენრიკე მას ნაკრებში აღარ გამოიძახებს.

სწორედ ამიტომ, "რეალის" კანდიდატთა სიას ერთი მოთამაშე გამოაკლდა.

5 დღის წინ
315 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ