"ინტერი" "რეალის" ფეხბურთელით ინტერესდება

"ინტერი" "რეალის" ფეხბურთელით ინტერესდება

მიმდინარე სატრანსფერო ფანრჯის პერიოდშ მადრიდის "რეალი" არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

როგორც იწერება, "ბლანკოსი" ამაზე გაჩერებას  არ აპირებს და არის შანსი, გუნდს კიდევ რამდენიმე მოთამაშე დაემშვიდობოს.

მათ შორის არის ალვარო ოდრიოსოლა, რომელმაც გასული სეზონი იჯარის წესით "ფიორენტინაში" გაატარა.

Defensa Central-ის ინფორმაციით, მილანის "ინტერი" ოდრიოსოლას მიმართ ინტერესს გამოხატავს და მეტიც, კლუბის გარემოცვამ ესპანელის მიმართ არსებული ინტერესი დაადასტურა კიდეც.

როგორც ირკვევა, ანჩელოტი ალვაროს გაშვების წინააღმდეგი არ არის და დიდია იმის შანსი, რომ მარჯვენა მცველი "ბლანკოსი" უკვე მეორედ დატოვოს.

5 დღის წინ
318 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ