რონალდუმ თანხმობა განაცხადა - დაუჯერებელი ტრანსფერი რეალობას ემსგავსება

რონალდუმ თანხმობა განაცხადა - დაუჯერებელი ტრანსფერი რეალობას ემსგავსება

კრიშტიანუ რონალდუს საგა ისევ გრძელდება და სავარაუდოდ, მისი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლა ძალიან გაიწელება.

ამჯერად, ახალ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Repubblica ავრცელებს და რონალდუს პოტენციურ ნავსაყუდელზე წერს.

წყაროს ინფორმაციით, ჟორჟე მენდეში და "სპორტინგი" რონალდუს შესაძლო ტრანსფერს აქტიურად განიხილავენ.

ამ ტრანსფერზე თანხმობა თავად კრიშტიანუმაც განაცხადა, რადგან "სპორტინგი" მისთვის მშობლიურია და თანაც, კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება.

ჯერჯერობით, მხარეები შეთანხმებისგან შორს არიან, თუმცა მოლაპარაკებები სწორი გზით მიმდინარეობს.

6 დღის წინ
26103 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ