მარინაოს აგენტმა ინფორმაცია უარყო - რა განაცხადა მან მედიასთან

მარინაოს აგენტმა ინფორმაცია უარყო - რა განაცხადა მან მედიასთან

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში მარიანო დიასის მადრიდის "რეალიდან" წასვლაზე მედიაში ბევრი იწერება.

დომინიკელ შემტევს ვიგო "სელტასთან" აქტიურად აკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ კლუბმა ფეხბურთელს შეთავაზებაც კი გაუკეთა.

თუმცა ეს ინფორმაცია თავად მარიანოს აგენტმა უარყო, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ "სელტადან" საერთოდ არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.

მან ასევე თქვა, რომ ტრანსფერის შესახებ არცერთ კლუბთან არ უსაუბრია და აქედან გამომდინარე, მისი წასვლის შანსიც მცირეა.

ცნობისთვის, მარინაოს "რეალთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

6 დღის წინ
245 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ