ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ქამბექი ამის წყალობით გავაკეთეთ"

ანჩელოტი: "ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ქამბექი ამის წყალობით გავაკეთეთ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ ფრანკფურტის "აინტრახტთან" მატჩამდე მედიასთან სხვათასხვა თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ, მცირე ამონარიდს იტალიელი სპეციალისტის ინტერვიუდან.

""აინტრახტმა" სეზონი ჩვენზე ადრე დაიწყო, მაგრამ მაინც მზად ვართ. ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვსურს.

"სასწორზე 6 ტიტული დევს და ჩვენი მიზანი ყველა მათაგანის მოგებაა.

""აინტრახტმა" ევროპა ლიგაზე რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. ისინი ფავორიტები არ იყვნენ, თუმცა ტურნირის მოგება მაინც შეძლეს.

""რეალში" დაბრუნება ჩემთვის ძალიან მომგებიანი იყო. მსურს გავაგრძელო ამ დიდი კლუბის მწრთვნელობა.

"ჩემპიონთა ლიგის ქამბექები? ამის გაკეთება გულშემატკივრების წყალობით მოვახერხეთ. ისინი გვაძლევდნენ უდიდეს მოტივაციას, რომ არ დავნებებულიყავით და ბოლომდე გვებრძოლა", - თქვა იტალიელმა.

 

6 დღის წინ
425 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ