მესი თუ რონალდუ - კარლო ანჩელოტის პასუხი

მესი თუ რონალდუ - კარლო ანჩელოტის პასუხი

მადრიდის "რეალის" მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტის მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს უპასუხა.

ერთ-ერთი კითხვა, რა გასაკვირია, რომ მესი VS რონალდუს ეხებოდა. იტალიელ სპეციალისტს მათ შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს.

"მესი თუ რონალდუ? რთული, კითხვაა, თუმცა მე კრიშტიანუს ავირჩევ. რონალდუსთან ერთად ვიმუშავე და მასთან საოცარი მოგონებები მაკავშირებს. დიახ, ის ბევრ გოლს იტანს, თუმცა რაც მთავარია, იგი საოცარი პროფესიონალია, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ", - განაცხადა კარლომ.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის და რონალდუს "რეალში" ერთად ყოფნა 2 სეზონის განმავლობაში მოუწიათ. პირველ სეზონში კი მათი მეოხებით "სამეფო გუნდმა" დიდხნიანი პაუზის შემდეგ მეათე ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

1 კვირის წინ
4809 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ