"რეალის" სავარაუდო შემადგენლობა "იუვენტუსთან" მატჩისთვის

"რეალის" სავარაუდო შემადგენლობა "იუვენტუსთან" მატჩისთვის

როგორც მოგეხსენებათ, 31 ივლისს დილის 6 საათზე მადრიდის "რეალი" პრესეზონის მესამე მატჩს გამართავს, სადაც მისი მეტოქე ტურინის "იუვენტუსი" იქნება.

აღსანიშნავია, რომ დანი კარვახალი და ლუკა მოდრიჩი ამ შეხვედრისთვის უკვე გამოჯანმრთელდნენ და ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღებასაც მოახერხებენ.

კარლო ანჩელოტის თქმით, "სამეფო გუნდის" სასტარტოს მარცხენა მცველი კვლავ ფერლან მენდი იქნება და უდიდესი ალბათობით, ტურინელებთან შეხვედრას ფრანგი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს.

გთავაზობთ, "ბლანკოსის" სავარაუდო თერთმეტეულს ხვალინდელი მატჩისთვის:

მეკარე: კურტუა;

მცველები: მენდი, ალაბა, მილიტაო, კარვახალი;

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო;

შემტევები: ვინისიუსი, ბენზემა, ვალვერდე.

1 კვირის წინ
439 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ