"მადრიდისტებმა" "ბარსელონასთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

"მადრიდისტებმა" "ბარსელონასთან" მატჩისთვის სასურველი XI აირჩიეს

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ მადრიდის "რეალი" პრესეზონის პირველ მატჩს გამართავს, სადაც მისი მეტოქე კატალონიის "ბარსელონა" იქნება.

უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ შეხვედრას "სამეფო გუნდის" ლიდერი კარიმ ბენზემა გამოტოვებს.

ასევე, შესაძლოა, მადრიდელებს დანი კარვახალი დააკლდეთ. მარიო კორტეხანას ცნობით, ესპანელმა ტერფის არეში მცირე დისკომფორტი იგრძნო.

მატჩამდე ერთი დღით ადრე, "მადრიდისტებმა" "ელ კლასიკოსთვის" სასურველი შემადგენლობა აირჩიეს.

მეკარე: კურტუა;

მცველები: ალაბა, რუდიგერი, მილიტაო, ვასკესი;

ნახევარმცველები: კროოსი, ვალვერდე, ჩუამენი;

შემტევები: ვინისიუსი, როდრიგო, აზარი.

2 კვირის წინ
416 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ