როგორც მოგეხსენებათ, 24 ივლისს მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" ერთმანეთს ლას ვეგასში დაუპირისპირდებიან.
ამხანაგური "ელ კლასიკოს" წინ ლას ვეგასის სასტუმროზე დიდი ბილბორდი გამოჩნდა, რომელზეც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაა გამოსახული.
"ჩვენ "ბარსელონა" ვართ, მაგრამ არ ინერვიულოთ, "მერენგებო", რაც ხდება ლას ვეგასში, ლას ვეგასშივე რჩება," - ვკითხულობთ ლაპორტას ფოტოს თავზე.
როგორც ხედავთ, "ბარსას" პრეზიდენტს ეჭვიც კი არ ეპარება იმაში, რომ მისი გუნდი "სამეფო კლუბს" დაამარცხებს.
ცნობისთვის, ამერიკული "ელ კლასიკო" თბილისის დროით 07:00 საათზე დაიწყება.