როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალმა" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ანტონიო რუდიგერი დაიმატა.
რა თქმა უნდა, გერმანელი ფეხბურთელი ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და დაცვის ცენტრში ედერ მილიტაოს შეუწყვილდება.
თავის მხრივ, დავიდ ალაბა მარცხენა მცველის პოზიციზე გადაინაცვლებს, სადაც ფერლან მენდი თამაშობს.
ამის გამო, ფრანგი ფეხბურთელის "სამეფო გუნდიდან" წასავლაზე მედიაში აქტიურად წერდნენ, თუმცა კარლო ანჩელოტიმ მისი სხვა კლუბში ტრასნფერი პირადად დაბლოკა.
"DiarioAS"-ის ინფორმაციით, მენდის შემდეგ სეზონში ახალი როლი ექნება და სარეზერვო ფეხბურთელი იქნება.
როგორც ირკვევა, კარლო მას ალაბას შემცვლელად გამოიყენებს და როტაციასაც ძალიან ხშირად მიმართავს.