ნამდვილი "მადრიდისტა" - რა გააკეთა რაულმა "რეალის" გამო

ნამდვილი "მადრიდისტა" - რა გააკეთა რაულმა "რეალის" გამო

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ლეგენდა და სახე რაულ გონსალეს ბლანკო "ბლანკოსის" ახალგაზრდულ გუნდს უდგას სათავეში და აღსანიშნავია, რომ იგი დაკისრებულ სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს.

ეს კი ევროპული ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ესპანელმა უკვე არაერთი შემოთავაზება მიიღო. მათ შორის წინადადებები იყო "ლიდსიდან", "შალკედან" და რამდენიმე ესპანური კლუბისგან.

თუმცა რაულმა ყველა ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მას სურს გაწრთვნას ის ფეხბურთელები, რომლებიც "რეალის" მომავალი არიან. იგი კლუბში თავს დაფასებულად გრძნობს და წასვლა არ სურს, ვინაიდან მას ესმის ის ღირებულებები, რაც მადრიდში ოდითგანვე იყო.

როგორც ჩანს, რაულს იმედი აქვს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, მას საშუალება ექნება პირველი გუნდი ჩაიბაროს, რაც ნამდვილად სასიამოვნო იქნება.

წყარო: Marca

1 კვირის წინ
4226 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ