ანჩელოტი: "რონალდუ რომ მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

ანჩელოტი: "რონალდუ რომ მყავდეს, მას ასე გამოვიყენებდი"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.

ლეგენდარული სპეციალისტის თქმით, ის რონალდუს უფრო მეტად დატვირთავდა შეტევაში და არ დაავალებდა მას დაცვაში სირბილს,

"მე რომ რონალდუ ჩემს გუნდში მყავდეს, მას სხვანაირად გამოვიყენებდი. შევისწავლიდი, თუ როგორ მივაწოდოთ მას ბურთი უფრო ხშირად და უკან სირბილით მას არ დავტვირთავდი.

ასეთივე ფეხბურთელი არის იბრა. ორი ტიპის ფეხბურთელები არსებობენ, ერთ მათგანს მატჩის ბედის შეცვლა შეუძლია, ხოლო მეორემ მთელი მატჩი უნდა ირბინოს", - განაცხადა ანჩელოტიმ.

რონალდუს მშვენიერი სეზონი აქვს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ცუდად გამოიყურება და ამის გამო, ქომაგების კრიტიკა კრიშტიანუსაც სწვდება.

1 თვის წინ
823 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ