ნანობს თუ არა რამოსი "რეალის" დატოვებას - რას ფიქრობს ესპანელი

ნანობს თუ არა რამოსი "რეალის" დატოვებას - რას ფიქრობს ესპანელი

როგორც მოგეხსენებათ, სერხიო რამოსმა 2020/21 წლების სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

ესპანელი მცველი "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა, სადაც მისი სეზონი კატასტროფულად მიმდინარეობს - ის მუდმივად ტრავმიანობს და გუნდს ვერაფრით ეხმარება.

Defensa Central-ის ინფორმაციით, რამოსი "სამეფო კლუბის" დატოვებას ძალიან ნანობს, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც საკმაოდ ხელსაყრელ შეთავაზებაზე (10.8 მლნ ევრო) უარი თქვა.

სერხიო ფიქრობს, რომ "ბლანკოსის" დატოვება მისი კარიერის უდიდესი შეცდომაა, თუმცა ახლა ვეღარაფერს ცვლის.

წყარო წერს, რომ მისი მადრიდულ გრანდში დაბრუნება პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ტრავმიანი ვეტერანის ადგილი მომავლის გუნდში არ არის.

1 თვის წინ
706 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ