მარსელოს მადრიდში დარჩენა სურს - რომელ კლუბში წასვლას აპირებს ბრაზილიელი

მარსელოს მადრიდში დარჩენა სურს - რომელ კლუბში წასვლას აპირებს ბრაზილიელი

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას მარსელო ვიერამ მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი მომავალი კლუბის ვინაობა უცნობია.

იწერებოდა, რომ ბრაზილიელს შემოთავაზებები ყატარიდან, თურქეთიდან და გაერთიანებული საემიროებიდან ჰქონდა, მაგრამ მატეო მორეტოს ცნობით ეს ვარიანტები გამოირიცხა.

ზემოთხსენებული ჟურნალისტის ცნობით, ლეგენდარულ მარცხენა მცველს მადრიდში დარჩენა სურს.

წყარო აქვე ამატებს, რომ მადრიდულმა კლუბმა "ხეტაფემ" ბრაზილიელს შეთავაზება უკვე გაუკეთა და თუ რას გადაწყევეტს ფეხბურთელი ამას უახლოეს დღეებში გავიგებთ.

შეგახსენებთ, რომ მარსელომ "სამეფო გუნდში" 15 სეზონი გაატარა და კლუბთან ერთად 25 ტიტულის მოგება მოახერხა.

1 თვის წინ
360 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ