"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ, შესაძლოა, ნისლიანი ალბიონი კიდევ ერთხელ დატოვოს.
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა "იუნაიტედიდან" წასვლა გადაწყვიტა, რადგან მიაჩნია, რომ მანიკუნიანელებს ტიტულების მოგების შანსები არ აქვთ.
წყაროს თქმით, კრიშტიანუს დამატებას მიუნხენის "ბაიერნი" განიხილავს, საიდანაც რობერტ ლევანდოვსკის სურს წასვლა, მის შემცვლელად კი სწორედ პორტუგალიელს განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რონალდუს გარემოცვამ "რეკორდმაისტერის" მხრიდან არსებული ინტერესის შესახებ იცის.
ჯერჯერობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სავარაუდოდ, ზაფხულის ბოლომდე არც არაფერი მოხდება.