"რეალმა" ტრანსფერები შეაჩერა - რა არის ამის მიზეზი

"რეალმა" ტრანსფერები შეაჩერა - რა არის ამის მიზეზი

მადრიდის "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა აქტიურად დაიწყო. კლუბმა უკვე ორი ფეხბურთელი გაიფორმა. 

საუბარია ანტონიო რუდიგერსა და ორელიენ ჩუამენიზე. როგორც იწერება, "სამეფო გუნდი" ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მოსალოდნელია, რომ მადრიდელები კვლავ იაქტიურებენ.

მაგრამ ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბლანკოსმა" დროებით მცირე პაუზა აიღო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გუნდი გადაივსო. ამ მომენტისთვის, "რეალი" ვერავის დაიმატებს, სანამ ფეხბურთელებს არ გაყიდიან.

მოგეხსენებათ, წამსვლელებზე ბევრი იწერება. მათ შორის ყველაზე აქტიურად ლუკა იოვიჩზე, დანი სებალიოსზე და მარკო ასენსიოზე.

სავარაუდოდ, ეს სამი ფეხბურთელი გუნდს უახლოეს მომავალში დაემშვიდობება.

1 თვის წინ
479 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ