"საფრანგეთის ნაკრებში ამის გაკეთება მსურს" - ზიდანის ვრცელი ინტერვიუ

"საფრანგეთის ნაკრებში ამის გაკეთება მსურს" - ზიდანის ვრცელი ინტერვიუ

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ ზინედინ ზიდანმა "L'Equipe"-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"მსურს, რომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად სრული მოსამზადებელი ციკლი გავიარო. ამ ნაკრებს, როგორც მოთამაშე შესანიშნავად ვიცნობ და ამ გუნდის მწრთვნელობის სურვილს ჩემს თავში ფესვები მტკიცედ აქვს გადგმული."

"მწრთვნელობის გაგრძელება მინდა. ამის შემდეგ კი მსურს, რაიმე პროექტის ლიდერი ვიყო. მაგალითად, პრეზიდენტი ან მენეჯერი."

"როდესაც რეალში გადმოვედი ფლორენტინო პერესმა მითხრა, რომ გუნდში თითქმის ყველა ნომერი დაკავებული იყო, გარდა ხუთი ნომრისა. მე ვუპასუხე, რომ არანაირი პრობლემა არ იყო."

"5 ნომრიანი  მაისურის ტარება? ეს ციფრი ჩემთვის განსაკუთრებულია. ხუთი წელი "იუვეში", ხუთი წელი "რეალში". ხუთი ჩემპიონთა ლიგა "ბლანკოსთან" ერთად. როდესაც სასტუმროში ვარ, ნომერს მეხუთე სართულზე ვიღებ."

"იუვესთან ფინალი? პირველი ტაიმის შემდეგ უკმაყოფილო ვიყავი, რადგან ფლანგებზე ინტენსივობა გვაკლდა, თუმცა მეორე ნახევარში 3 გოლი გავიტანეთ."

"20 წლის ასაკში, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და ფოტოს გთხოვენ, გიხარია, თუმცა რაც უფრო ასაკში შედიხარ, ცდილობ ამ ყველაფერს თავი აარიდო, რადგან უფრო მეტი სიმშვიდე გინდა."

"ბენზემა? მართალია, ძმა არ მყავს, თუმცა იგი ჩემთვის სწორედ პატარა ძმასავითაა. კარიმი ოქროს ბურთის მოგებას ასი პროცენტით იმსახურებს."

"რეალში საოცარი წლები გავატარე. თითოეული ვარჯიში ნამდვილი სიგიგიჟე და მხიარულება იყო. 2016-17 წლებში იმდენი მაღალი დონის მოთამაშე მყავდა, რომ ყოველი მატჩის წინ შემადგენლობის არჩევა დიდი თავის ტკივილი იყო."

"რომელ ტრიუმფს გამოვარჩევდი ჩემპიონთა ლიგაზე? ყველა მათგანი საოცარია, თუმცა კარდიფის ფინალი სრულყოფილი გამარჯვება იყო."

"მწრთვნელად დანიშნვიდან სულ მალე ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, თუმცა მე ეს არ გამკვირვებია, რადგან როდესაც რამეს ვაკეთებ, გამარჯვებისთვის ვაკეთებ. მე გამარჯვებული ვარ, სწორედ ამისთვის დავიბადე."

"ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ, მაგრამ გამარჯვებისთვის ყველაფერი უდნა გააკეთო. როდესაც ბევრს შრომობ და წარმატებას მიაღწევ, არ უნდა გაგიკვირდეს, რადგან ეს შენი შრომის შედეგია."

"ფეხბურთელობის პერიოდში ვარჯიშზე დილით, 9 საათზე მოვდიოდი და პირველ საათზე მივდიოდი, თუმცა მწრთვნელობისას ბაზაზე უკვე 8 საათზე ვიყავი და ძირითადად, სახლში ღამით, 11 საათზე ვბრუნდებოდი.

"ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამჯერ მოგება გამართლება არ არის. ეს მუშაობის შედეგია. ფეხბურთელები მე მენდობოდნენ, მე კი მათ", - განაცხადა ზიზუმ.

2 დღის წინ
214 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ