უცნობი ისტორია - როგორ გაუშვა "ბარსელონამ" ხელიდან როდრიგო

უცნობი ისტორია - როგორ გაუშვა "ბარსელონამ" ხელიდან როდრიგო

გასულ სეზონში მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა გარემარბმა როდრიგო გოეშმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

გარდა იმისა, რომ 21 წლის შემტევი მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავი იყო, ის "მანჩესტერ სიტისთან" ნახევარფინალურ მატჩში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და კომპენსირებული დროის ორ წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა, რითაც "სამეფო კლუბის" გასაოცარ ქამბექს ჩაუყარა საფუძველი.

მადრიდელთა მიერ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფში როდრიგოს წვლილი უდიდესია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის იმ ფაქტს, რომ არსებობდა შანსი, მას "ბარსელონაში" ეთამაშა.

SPORT-ის ცნობით, "ბარსასა" და როდრიგოს შორის 2017 წელს შეთანხმება იყო შემდგარი, თუმცა საქმეში შემდეგ ფლორენტინო პერესი ჩაერთო.

"რეალმა" "სანტოსს" 40 მილიონი ევრო შესთავაზა, ამ თანხის გადახდა კი "ბლაუგრანას" არ შეეძლო. გარდა ამისა, გოეშს "ბლანკოსმა" 8 მილიონი ევრო გადაუხადა, კატალონიური გრანდი კი მისთვის 1 ევროს მიცემასაც არ აპირებდა.

მაშასადამე, მთავარი მიზეზი, რამაც როდრიგოს "კამპ ნოუს" მაგივრად "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამოაყოფინა თავი, ისევ და ისევ ფინანსური ფაქტორი გახლდათ.

3 დღის წინ
294 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ