ანჩელოტის პირადი მოთხოვნა - ვინ სურს იტალიელს მბაპეს ალტერნატივად

ანჩელოტის პირადი მოთხოვნა - ვინ სურს იტალიელს მბაპეს ალტერნატივად

კილიან მბაპე მადრიდის "რეალს" სამუდამოდ დაემშვიდობა. შესაბამისად, მედიაში აქტიურად იწერება ცნობები იმის შესახებ, თუ ვის დაიმატებს სამეფო გუნდი ფრანგი ვარსკვლავის სანაცვლოდ.

გასული დღიდან მოყოლებული პრესაში არაერთი სახელი გავრცელდა. ამჯერად კი Defensa Central-ის ინფორმაციას გთავაზობთ, სადაც ნათქვამია, რომ კარლო ანჩელოტის მბაპეს ალტერნატივად კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.

როგორც ირკვევა, იტალიელ სპეციალისტს "ბლანკოსში" რიჩარლისონის ხილვა სურს.

მოგეხსენებათ, კარლოს ბრაზილიელ ფორვარდთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. იგი რიჩარლისონს "ევერტონში" წრთვნიდა და როგორც ჩანს, ანცელოტის მისი "რეალში" ხილვაც სურს.

3 დღის წინ
3143 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ