მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის მარკო ასენსიოს ყოფილმა აგენტმა ჰორაკო გაჯიოლიმ "RadioMARCA"-სთან ძალიან საინტერესო რამ განაცხადა.
კერძოდ, მან ესპანელი შემტევის შესახებ ის თქვა, რაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა.
"მარკო "ბარსაში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ "ბლანკოსის" შეთავაზებაზე უარი ვერ ვთქვით.
"ასენსიო "სამეფო გუნდის" ფეხბურთელია და თუ იგი შანსს მიიღებს, "რეალში" ცვლილებების მოხდენას მოახერხებს", - თქვა ფეხბურთელის ყოფილმა აგენტმა.