ანჩელოტი 4-4-2 სქემაზე სერიოზულად ფიქრობს - როგორი იქნება "რეალის" XI შემდეგ სეზონში

ანჩელოტი 4-4-2 სქემაზე სერიოზულად ფიქრობს - როგორი იქნება "რეალის" XI შემდეგ სეზონში

დღეს, ჟურნალისტმა თომას გონსალესმა მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

მისი თქმით, "ბლანკოსის" მთავარი მწრთვნელი კარლო ანჩელოტი მომავალ სეზონში 4-4-2 სქემაზე გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

როგორც ირკვევა, იტალიელს სურს რომ ორელიენ ჩუამენი ძირითადის ფეხბურთელი გახდეს და ცენტრში ერთ-ერთი ნახევარმცველი შეუწყვილდეს.

ამასთანავე, კარლო აპირებს, რომ მოტივირებულ ედენ აზარს შანსი მისცეს და აღნიშნულ წყობის მარცხენა ფლანგზე სწორედ ბელგიელის დაყენებას გეგმავს.

რაც შეეხება შეტევას, აქ ბუნებრივია ვინისიუს ჟუნიორი და კარიმ ბენზემა დადგებიან, რომლებმაც წინა სეზონში ერთად უამრავი გოლი გაიტანეს.

ასე და ამგვარად, ზემოთხსენებული ჟურნალისტი ასეთ ინფორმაციას ავრცელებს და თუ რას გადაწყვეტს პაპა კარლო, ამას მიმდინარე ზაფხულს გავიგებთ.

3 დღის წინ
296 / 0
Nika
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ