"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფმა "Marca"-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. რა გასაკვირია, რომ მან განცხადებებში მადრიდის "რეალი" არაერთხელ მოიხსენია.
მისი ერთ-ერთი კომენტარი "სამეფო გუნდსა" და სუპერლიგას უკავშირდება. მოგეხსენებათ, სუპერლიგის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ფლორენტინო პერესია, ხოლო მთავარი მოწინააღმდეგე უეფასთნ ერთად სწორედ "პსჟ"-ს თავკაცია.
"სუპერლიგა? ეს პროექტი ჩემთვის მკვდარია, თუმცა მადრიდელთა გადმოსახედიდან ეს უცნაურია. ისინი ამბობენ, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მოსწონთ, თუმცა როდესაც მოიგეს, ტრიუმფს დღეები და თითქმის კვირები აღნიშნავდნენ, თუმცა მათ აქ თამაშო არ მოსწონთ.
"რეალს შეუძლია, რომ ლიგაზე აღარ ითამაშოს, თუ მათ ეს არ მოსწონთ", - განაცხადა ალ-ხელაიფმა.