"180 მილიონზე ვთქვი უარი, რის გამოც გიჟს მიწოდებდნენ" - ხელაიფი მბაპეს ტრანსფერზე

"180 მილიონზე ვთქვი უარი, რის გამოც გიჟს მიწოდებდნენ" - ხელაიფი მბაპეს ტრანსფერზე

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ-ელ ხელაიფმა მედიასთან კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

"რეალის შეთავაზება ყოველთვის უფრო კარგი იყო, ვიდრე ჩვენი, თუმცა მბაპეს ფული არ ანაღვლებს. ის მხოლოდ სპორტულ პროექტზე ფიქრობს."

"გასულ წელს "ბლანკოსის" 180 მილიონიან შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, რის გამოც ისინი გიჟს მიწოდებდნენ, რადგან მათ ეგონათ, რომ მომავალ წელს იგი უფასოდ წავიდოდა, თუმცა ეს იმიტომ გავაკეთე, რომ დარწმუნებული ვიყავი კილიანი დარჩებოდა. მას და მის ოჯახს კარგად ვიცნობ, ვიცი თუ რა სურთ მათ", - განაცხადა ნასერმა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ, როცა ფრანგის "რეალში" ტრანსფერი ყველას გადაწყვეტილი ეგონა, კილიანმა აზრი შეიცვალა და პარიზულ კლუბში დარჩა.

3 დღის წინ
133 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ