"არ დანიშნულმა ჯარიმამ ყველაფფერი შეცვალა" - პარიზში "ქამბექს" ვერ ივიწყებენ

"არ დანიშნულმა ჯარიმამ ყველაფფერი შეცვალა" - პარიზში "ქამბექს" ვერ ივიწყებენ

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა ნასერ-ელ ხელაიფმა მედიასთან საინტერესო განცხადებები გააკეთა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს, სადაც იგი "რეალისა" და "პსჟ"-ს მატჩს იხსენებს.

"მადრიდელთა ქამბექი ბერნაბეუზე? ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია. სეზონის წინ ვერ იტყვი, რომ წელს ამ ტიტულს აუცილებლად მოვიგებთ. თუმცა იმ შეხვედრაში დონარუმაზე ჯარიმა იყო და ამან ყველაფერი შეცვალა. მთელი მატჩი ჩვენი კონტროლის ქვეშ იყო, მაგრამ ამ არდადებული ჯარიმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა."

"ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. ეჭვგარეშეა, რომ გამოცდილება ბევრ რამეს ცვლის და ამისთვის მენტალურად მზად უნდა იყო. ჩვენ დიადი კლუბი ვართ, მაგრამ ასეთი რაღაც დიდ კლუბებსაც ემართებათ", - განაცხადა პარიზელთა თავკაცმა.

 

3 დღის წინ
228 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ