როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპემ "პარი სენ-ჟერმენის" საოცარი შეთავაზება მიიღო და კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზულ გუნდში ისეთი უფლებები აქვს, როგორიცაა ნებისმიერი ფეხბურთელის გაშვება და მთავარი მწვრთელის შეცვლა.
ბუნებრივია, კილიანმა საკუთარი ძალაუფლების გამოყენება მაშინვე სცადა და გუნდში ზინედინ ზიდანი მოიწვია, თუმცა მტკიცე უარი მიიღო.
თუ ესპანურ Defensa Central-ს დავუჯერებთ, "პსჟს" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მბაპეს მორიგი სამიზნე პეპ გვარდიოლაა.
რა თქმა უნდა, ეს სურვილი თითქმის შეუსრულებელია, რადგან ესპანელი სპეციალისტი "მანჩესტერ სიტიში" ბედნიერია და უახლოეს პერიოდში ინგლისის დატოვებას არ გეგმავს.