პასუხი მბაპეს დატოვებისთვის - "რეალმა" "პსჟსთან" რევანში გადაწყვიტა

პასუხი მბაპეს დატოვებისთვის - "რეალმა" "პსჟსთან" რევანში გადაწყვიტა

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპეს "პარი სენ-ჟერმენტან" კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.

პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და მან პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გაახანგრძლივა.

რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბში" მბაპეს ამბავს უკვე ივიწყებენ, თანაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა, თუმცა თუ Defensa Central-ს დავუჯერებთ, ხელმძღვანელობამ მცირე რევანშის გეგმა უკვე დასახა.

ირკვევა, რომ "ბლანკოსი" ახალგაზრდული აკადემიისთვის "პსჟს" ამომავალ ვარსკვლავის უორენ ზაირ-ემერის ტრანსფერს უმიზნებს.

16 წლის ნახევარმცველმა 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაიბრწყინა, რითაც მრავალი გრანდის ყურადღება მიიპყრო.

Diario AS-ის ინფორმაციით, თუ ემერი პარიზულ კლუბთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს, ის კარიერას "სამეფო კლუბის" აკადემიაში გააგრძელებს.

1 თვის წინ
4139 / 0
Chituna
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ