რონალდუ "მანჩესტერიდან" მიდის?! - კრიშტიანუს დამატების სურვილი ორმა კლუბმა გამოთქვა

რონალდუ "მანჩესტერიდან" მიდის?! - კრიშტიანუს დამატების სურვილი ორმა კლუბმა გამოთქვა

იტალიური გამოცემა "La Repubblica" კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით ახალ, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელი შემტევი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწრთვნელის ერიკ ტენ ჰაგის სტილში არ ჯდება და შესაძლოა, მან გუნდი დატოვოს.

გამოცემის თქმით, კრიშტიანუს ბევრი ვარიანტი არ აქვს. როგორც იწერება, ერთ-ერთი ვარიანტი "რომაა". ჟოზე მოურინიოს რონალდუსთან და მის აგენტთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თუმცა პორტუგალიელის ხელფასი დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს.

მოგეხსენებათ, ჟოზე და რონალდუ ერთად "რეალში" მუშაობდნენ და ბევრი თვლის, რომ კრიშტიანუ საუკეთესო სწორედ მოურინიოს ხელში იყო.

მეორე ვარიანტი კი მშობლიური კლუბი "სპორტინგია", რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საგზური განაღდებული აქვს.

როგორც ხედავთ, სიაში არ არის ნახსენები მადრიდის "რეალი". როგორც ჩანს, ის, რისი ოცნება, რომელიც "სამეფო გუნდის" არაერთ ქომაგს აქვს, არ ახდება.

1 კვირის წინ
11212 / 0
Maluta
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ