როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის 1/8 ფინალში მადრიდის "რეალმა" "პარი სენ-ჟერმენის" ბარიერი დაძლია.
ესპანური მედიის ინფორმაციით, მატჩის დასრულების შემდეგ პარიზელთა პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი საკმაოდ განრისხებული იყო, რის შემდეგაც გასახდელში სიუტაცია დაიძაბა კიდეც.
ირკვევა, რომ ხელაიფიმ "რეალის" ერთ-ერთ წევრს დაარტყა და სიკვდილით დაემუქრა კიდეც, რაც "სამეფო კლუბის" წარმომადგენლებმა ვიდეოზე ჩაიწერეს კიდეც, თუმცა UEFA-სთან არ წარუდგენიათ.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ პარიზული გუნდის პრეზიდენტი ორგანიზაციისგან არანაირ სასჯელს არ მიიღებს.
სამაგიეროდ, 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება "პსჟს" სპორტული დირექტორი ლეონარდო, რომელიც გასახდელში ალ-ხელაიფისთან ერთად იყო.