როგორც იცით, მადრიდის "რეალმა" დაცვა გააძლიერა და ლონდონის "ჩელსიდან" ანტონიო რუდიგერი დაიმატა.
ბუნებრივია, გერმანელი ფეხბურთელი ძირითადის მოთამაშე იქნება, ამიტომ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო.
არის ვარიანტი, რომ სასტარტო თერთმეტეულიდან ფერლან მენდი ამოვარდეს და მისი ადგილი დავიდ ალაბა დაიკავოს.
ასევე, შესაძლოა, დაცვის ცენტრში რუდიგერი არა ედერ მილიტაოს, არამედ ალაბას შეუწყვილდეს.
ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება სათამაშო სქემის ცვლილებაც განვიხილოთ და "სამეფო გუნდმა" სამ ცენტრალურ მცველიანი ტაქტიკით ითამაშოს.
ვარიანტები, თუ როგორი შეიძლება იყოს "რეალის" დაცვის ხაზი 2022/23 წლების სეზონში შემდეგნაირად გამოიყურება:
ვარიანტი I
ვარიანტი II
ვარიანტი III